გიგა ბოკერია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში გამართვაზე - ცუდია, რომ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რადგან იყო საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის წნეხი

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ცუდია, რომ ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში გამართვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის შიშის გამო მიიღო და არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება, რომ მათ ამ გადაწყვეტილებით ესკალაციას აარიდეს თავი, ამას მოწმობს.

„ცუდია, რომ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის წნეხი. ამის შეეშინდათ, არადა ნორმალურ ხელისუფლებას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა დაეშვა მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების ჩამოშვება რუსეთიდან. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად საზიანო იქნებოდა ნებისმიერი მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლა, რომც არ ჰქონოდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული.

საზოგადოებამ საკუთარ ამოცანას მიაღწია, ამ შემთხვევაში, ოღონდ ცუდია, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, ასეთ საკითხებში საზოგადოების შიშით ვაღწევთ ამ შედეგს და თვითონ კი არ იღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა