გიორგი ვაშაძე - ჩვენთვის მთავარია ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და ეს არის კოალიციური მმართველობა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები წარმოადგენს დასავლური ორიენტაციის გაერთიანებას, რომელიც არის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი დღეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრით დასავლური განვითარების.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, ვაშაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში მოხდება შეთანხმება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება შესაძლებელი, შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.

„სანამ დრო არ არის ამოწურული რესურსები ყოველთვის არის. როგორც ვიცი, გუშინდელი შეხვედრა შეეხებოდა ძალიან კონკრეტულ საკითხს. საქართველო დგას სერიოზული საფრთხის წინაშე საერთაშორისო იზოლაციის კუთხით როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე აშშ-ს მხრიდან. ამიტომ ჩვენ ყველანი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამას. ჩვენ „ახალი საქართველო“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიები, ვართ დასავლური ორიენტაციის გაერთიანება, რომელიც არის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი დღეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრით დასავლური განვითარების. გამომდინარე აქედან, როცა მათი შემოთავაზება იქნება თუნდაც არაფორმალური შეხვედრა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტული შეთანხმების საგანს, ეს ძალიან მარტივია: იქნება ეს პროპორციული შეთანხმება, შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან - კი ბატონო, შეთანხმება შედგება, მოხდა ისევ 100/50 და გაგრძელდება ყველას დაჭერები – აღარანაირი მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ იარსებებს. მორჩა და დამთავრდა, აი ასე პრინციპულად ვაპირებთ ბოლომდე მიყოლას. ძალიან კარგად ესმის დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი პოზიცია და ისინი მოლაპარაკებების ჩაშლას პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, რომლებმაც გიგი უგულავა დააკავეს და ამით ფაქტობრივად გზავნილი მოგვცეს, რომ არც არაფრის შეთანხმება არ უნდათ. ჩემი პოზიცია ასევე არის, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემებითაც „ქართული ოცნება“ განადგურდება 2020 წლის არჩევნებში. მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტური უმრავლესობას ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული ბლოკი მოიგებს, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ ნებისმიერი დათვლით და ციფრებით, როგორც გინდათ ისე გადათვალეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ეს არის კოალიციური მმართველობა“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა