18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ტემპერატურა უფიქსირდება, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გადმოჰყავთ

ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგონა შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

,,შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ იტალიაში. მაღალი ტემპერატურა მისცა და მომართა კლინიკას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით გოგონა მოთავსებულია იზოლირებულ, ინფექციურ ბოქსში, გამოძახებულია რეანიმობილი და გადაგვყავს ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“,- განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა