ამირან გამყრელიძე - მთავარი რეკომენდაციაა, შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსული ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელია - ეს არის ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას მოუწოდებს იმ ქვეყნებში გამგზავრებისგან თავის შეკავებას, სადაც ეპიდაფეთქებაა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და საჭირო რეკომენდაციებს აძლევს.

„მთავარი რეკომენდაცია გახლავთ შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსული ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. ეს გახლავთ ჩინეთი, ეს გახლავთ ირანი, ეს გახლავთ სამხრეთ კორეა, იტალია, ეს რეკომენდაციები ხშირად გაიცემა და უკვე განხორციელდა. შეზღუდულია მიმოსვლა და ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ მოსახლეობას, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში. ხშირად კითხულობენ იტალიაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვები წესდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არის ეს ეპიდაფეთქება. დანარჩენი რეკომენდაციები გახლავთ ზოგადი ჰგიენური რეკომენდაციები, რასაც ჩვენ მუდამ ვიძლევით რესპირაციული ინფექციების გავრცელების სეზონის დროს, ძირითადად, გრიპის დროს. ეს არის კარგი ჰიგიენური პირობების დაცვა, ანუ რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დალაგება, ხშირი განიავება, თავის მორიდება დიდი თავშეყრის ადგილების, თუ მივდივართ დიდი თავშეყრის ადგილებში და ჩვენ თვითონ გვაქვს გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია და რეკომენდირებულია ქირურგიული პირბადის ხმარება და რაც მთავარია, მთავარი რეკომენდაცია - თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები, ხველა, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ქვეყანაში, სადაც კორონავირუსული ინფექცია არის საკმაოდ გავრცელებული, აუცილებელია პირველივე შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს, ან შეგიძლიათ მიმართოთ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც დასახელებულია. დასახელებულია 4 ინფექციური პროფილის კლინიკა ქვეყანაში, თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები, შემდეგ ნაცხი გადმოგზავნილი იქნება ლუგარის ცენტრში, ჩატარდება კვლევა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული არის თუ არა ინფიცირება კორონავირუსული ინფექციით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა