ამირან გამყრელიძე - ადამიანი, ვისთანაც ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, კლინიკურად ჯანმრთელია, არის მხოლოდ ვირუსის ცირკულაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე კლინიკურად ჯანმრთელია.

"ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა ინფიცირების შემთხვევა, ასე ვთქვათ, კლინიკურად ჯანმრთელია, მხოლოდ არის ცირკულაცია ვირუსის. მოგეხსენებათ, საერთოდ შემთხვევების 82% მსუბუქი მიმდინარეობით მიმდინარეობს. ამას ვუსვამ ხაზს, რადგან ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა სხვადასხვა სახელებით ამ ვირუსს, მისი გართულებების და სიკვდილიანობის პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მსგავსი კორონავირუსული ეპიდაფეთქებებისა, რომლებიც მსოფლიომ 2003 და 2012 წლებში გამოიარა. გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ებოლას ან ფრინველის გრიპის დროს სიკვდილიანობა. საქართველოში ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, რათა ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ თუ ასეთი დაფიქსირდა და დღეს დაფიქსირდა, ამ ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება",-აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ირანში, საიდანაც გუშინ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდება, 95 კი ინფიცირებულია.

"თუ ჩავთვლით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ია, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია", - აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის 31 დეკემბერს კორონავირუსული ეპიდაფეთქება ჩინეთში დაიწყო და დღეის მდგომარეობით ჩინეთში უკვე 2800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 36 ქვეყანაშია კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებული. მათ შორის, ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა სამხრეთ კორეაში ფიქსირდება, შემდგომ მოდის იტალია, სინგაპური და რამოდენიმე ქვეყანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა