სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ლევან დავითაშვილი გახსნის

დღეს, სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნის.

ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში. მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ ამ სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე დეკლარაციას მიიღებენ.

კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მინისტრები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა