კინოთეატრ „ამირანში" ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება

27 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში" ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, პრემიერამდე კინოთეატრში მოეწყობა შეხვედრა კინომცოდნე ლელა ოჩიაურთან, რომელიც ისაუბრებს როგორც რეჟისორსა და ნაწარმოების წინა ეკრანიზაციებზე, ასევე, თვითონ წიგნზეც.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯეკ ლონდონის „წინაპართა ძახილის" ქართული თარგმანი, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა", სერიის „იკითხე კლასიკა" ფარგლებში, ახლახან გამოსცა.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით.

საპრემიერო ჩვენებაზე დასაშვებია ძაღლების მოყვანა.

ღონისძიები ბმული: https://www.facebook.com/events/1114432128894668/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა