ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020

"მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ისევ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ“- მაისაია ოპოზიციის მასობრივ გამოსვლებზე

"ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“ - ავთანდილ დემეტრაშვილი

***

"მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ისევ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ“- მაისაია ოპოზიციის მასობრივ გამოსვლებზე

"როგორც ჩანს, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდება და ამის მერე რეალურ ქმედებებზე გადავა. მანამდე, ბუნებრივია, ნებისმიერი ქმედება დესტრუქციულია, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის, ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებაც ამ მიმართულებით მხარს არ უჭერს,"- ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ოპოზიციის საპროტესტო მუხტის შენელებას. ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება და მწვავე პროტესტი რამდენჯერმე დაანონსა, თუმცა უშედეგოდ, მათ ყოველ მცდელობას სამართალდამცავების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ისევ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ“- მაისაია ოპოზიციის მასობრივ გამოსვლებზე

"მაისაია ამბობს, რომ ოპოზიციის მუხტის შენელებას რამდენიმე მიზეზი აქვს. „ოპოზიციის უკან დახევის თუ შენელების სამი მიზეზია. პირველი, რა თქმა უნდა საზოგადოება მათ ქმედებებს არ აჰყვა და მათ ხალხში მხარდაჭერა ვერ მონახეს, სხვათა შორის მათ მომხრეებშიც კი ასეთი მუხტი ვერ მოიძებნა, თვითონაც მიხვდნენ, რომ ამას აზრი არა ქვს. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, იგივე ევროპარლამენტარებისგან, კონგრესმენებისგან და სხვებისგან ჩვენი ხელისუფლების მისამართით მკაცრი კრიტიკა იყო, როგორც ჩანს ოპოზიციის მისამართით მხარდაჭერა არ წამოვიდა. როგორც ჩანს, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდება და ამის მერე რეალურ ქმედებებზე გადავა. მანამდე, ბუნებრივია, ნებისმიერი ქმედება დესტრუქციულია, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის, ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებაც ამ მიმართულებით მხარს არ უჭერს. და მესამე, ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათთვის ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შემუსავებს ბევრად უფრო უკეთესია. საზოგადოება ოპოზიციის პათოსს არ აჰყვა, სამართალდამცავებიც შესაბამისად საზოგადოების ნაწილი არიან, მათ საზოგადოებამ ელემენტარულად ის ქმედებები აბსოლუტურად კანონზომიერად და მართებულად დაუბლოკა, ესაა და ეს მთელი მიზეზი მათი უკანდახევისა. ისინი მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო ქმედებაა და ისევ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ. 4 აპრილის აქცია ეს უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაა, და დაგვანახონ თუ რა მხარდაჭერა ექნებათ მათ საპარლამენტო არჩევნებზე," - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, შესაძლოა ოპოზიციამ განცხადებები პიკეტირებაზე და აქციების გამწვავებაზე წინასაარჩევნოდ მუხტის ასაწევად გააკეთა. არსებობს ტექნოლოგია, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი გამოსვლებით მუხტი ასწიო და ამით შესძლო კონკურენცია გაუწიო სხვა კანდიდატებს. მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციამ მუხტი ასწია და ჩვენ მივიღეთ შედეგი, როცა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისას ლამის გაუთანაბრდა, ასეთი ტექნოლოგია წინასაარჩევნოდ ადაბტირებული მეთოდია," - თქვა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“ - ავთანდილ დემეტრაშვილი

"ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით, ასევე ბარიერის დაწევა, ოპოზიცია რომ გახლიჩოს. სხვა რა კომპროსმიზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, არ ვიცი" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“ - ავთანდილ დემეტრაშვილი

"ხელისუფლებას ეშინია და უცხოელი პარტნიორებიც ფრთხილობენ, რომ არჩევნების შედეგები ოპოზიციამ შეიძლება არალეგიტიმურად ცნოს და ამან ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვიოს. ამიტომ ცდილობენ, გაგრძელდეს მოპარაკებები. დღეის მოცემულობით ხელისუფლება ისევ ჯიუტობს, ოპოზიცია კი თავის პოზიციაზე რჩება; თუმცა ორივე აცხადებს, რომ არჩევნებს არსებული სისტემითაც მოიგებს; ამიტომ რთულია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით. როგორც ჩანს ამაზე მზაობა არის ხელისუფლებაში, მაგრამ საჯაროდ არ აცხადებენ. ასევე ბარიერის დაწევა, რათა ოპოზიცია გახლიჩოს. სხვა რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება არ ვიცი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილს მაინც "ოცნება" აიღებს, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა, მათ შორის ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული კვლევები. შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ დამოუკიდებლად მთავრობის შექმნას, ეს სხვა საკითხია. რაც შეხება ოპოზიცის პირველ ნაბიჯებს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიას, ადრეც ვამბობდი, რომ ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა, ანუ ყველა თავის თამაშს ითამაშებს, რაც ლოგიკურია. "ლელომ" უკვე განაცხადა, რომ თავისი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება. თუ გაერთიანული ოპოზიცია შეთანხმდება და შექმნის საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელებს ერთიან კანდიდატებს, კარგია, მაგრამ საკმაოდ რთული საკითხია, როგორც მაჟორიტარული ოლქები, ასევე პროპორციული სისტემით კვოტების დადგენა" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა