„ლელო საქართველოსთვის" წევრი - სარფის საბაჟოზე მოქალაქეების სათანადო კონტროლი არ ხდება - მზად ვართ, რომ პროცესებში ჩავერთოთ და დახმარებას ვთავაზობთ შესაბამის უწყებებს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების სათანადო კონტროლი არ ხდება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, შემოსული ტურისტებისა და მოსახლეობის სკრინინგი ფაქტობრივად არ მიმდინარეობს და მათ ელემენტარული კონტროლი არ უტარდებათ.

მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთავაზობენ და პროცესებში ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საზღვრებზე პრევენციისთვის ზომებია მისაღები.

„სარფის საბჟო გამშვებ პუნქტზე თავად ვიმყოფებოდი. გადავედით თურქეთის მხარეს, შევნიშნეთ, რომ საქართველოში შემომავალ მოქალაქეთა კონტროლი სათანადოდ არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა მოვითხოვთ, რომ მეტი ექთანი და ექიმები იყოს საბაჟოზე მობილიზებული. დავინახეთ სამედიცინო ინვენტარი, თუმცა ჩვენთვის არავის კონტროლი არ გაუწევია. მებაჟემ შეგვამოწმა მხოლოდ იმისთვის, თუ რა გადმოგვქონდა საზღვარზე. ჩვენ მზად ვართ, რომ პროცესებში ჩავერთოთ და დახმარებას ვთავაზობთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს",- აცხადებს მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" წევრი გელა გორგილაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს