ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ლიეტუვას მოქალაქე გრიპოზული ნიშნებით ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის გრიპოზული ნიშნებით ერთი პაციენტი მკურნალობს და ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განუცხადა. ჩიქოვანის თქმით, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისივე ინფორმაციით, პაციენტი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება, ლიეტუვას მოქალაქეა და ის საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

„დღესდღეობით გრიპიზული ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომელიც არის ლიეტუვას მოქალაქე. მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი კვლევები, არის დაკვირვების ქვეშ. პაციენტი ვილნიუსიდან გუშინ ჩამოფრინდა პირდაპირი რეისით ქუთაისის აეროპორტში. პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება, თუ მოხდა გართულება, შესაბამისად მოხდება დამატებითი ანალიზების აღება და გაგზავნა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სიმშვიდე", - აცხადებს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ბოქსირებული პალატით და ლაბორატორიით.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო