ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - ჩვენი ინფორმაციით, 18 წლის გოგოს, რომელიც თბილისში გადაიყვანეს, კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, 18 წლის გოგოს, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ი გამორიცხულია, - ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევების შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, გოგონას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ით გამორიცხულია. ოფიციალური მონაცემები ლაბორატორიიდან ჯერ არ მიგვიღია, ტესტებს და ლაბორატორიულ კვლევებს თავისი დრო აქვს. სავარაუდოდ, საბოლოო პასუხი საღამოს გვეცოდინება“, - განაცხადა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ტემპერატურა დაუფიქსირდა, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გადმოიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა