სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამბროლაურში შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა.

„მონაწილეებს სიტყვით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს.

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას რეგიონებში გამართული შეხვედრები შეაჯამა და სახელმწიფო პროექტებში ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა