მოქალაქეები აცხადებენ, რომ სარფის საბაჟოზე მედიკოსები იმყოფებიან, თუმცა ყველას არ ამოწმებენ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამედიცინო კონტროლი ნაკლებად მიმდინარეობს.

როგორც მოქალაქეები „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან საუბარში აცხადებენ, საბაჟოზე მედიკოსები იმყოფებიან, თუმცა ყველას არ ამოწმებენ.

მათივე ინფორმაციით, სარფის საბაჟოსთან ირანიდან შემოსული ოთხი მოქალაქიდან ერთი უკან დააბრუნეს.

„ქართველებს თავისუფლად ატარებენ. იყო შემთხვევა, როცა ირანიდან შემოსული ოთხი მოქალაქიდან უკან ერთი დააბრუნეს. არ ვიცი რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ირანიდან მოდიოდნენ და ამიტომ დააბრუნეს. მებაჟეები გვეკითხებიან, თუ რომელი ქვეყნიდან მოვდივართ, თავად მებაჟეები კი არიან სამედიცინო ნიღბებით აღჭურვილი",- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო: ვითარება სარფის გამშვებ პუნქტზე - მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ საზღვარზე სამედიცინო კონტროლი არ უტარდებათ

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს