ექიმ-რეანიმატოლოგი - ახალი კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა - ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები

ახალი კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა. ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები, ეს არის პანიკა, - ამის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა თინათინ ქორიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ექიმის რეკომენდაციით, თუ ბავშვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მშობელმა სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა გაუშვას.

„ჩვენ ვსარგებლობთ და ვხელმძღვანელობთ იმ მითითებებით, რაც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, სადაც არ არის დაფიქსირებული ბავშვთა ასაკში შემთხვევები, ასე რომ, ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა. რეკომენდაციებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ბავშვები უნდა მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ეს იქნება გასართობი, სავაჭრო ცენტრები თუ ტრანსპორტით დიდ მანძილზე მგზავრობა.

ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები. ეს არის პანიკა, მე მაქვს ინფორმაცია სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, რომ ბავშვები არ მიჰყავთ მშობლებს, ეს მოკლებულია რეალურ საფუძველს და ამის აუცილებლობა არ არის. თუმცა ნებისმიერი სეზონური ვირუსისას, როდესაც ბავშვს აქვს სასუნთქი რესპირაციული ვირუსის გამოვლინებები: ცხვირ-ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, ხშირად მშობელი ამას არ აქცევს ყურადღებას, უშვებს ბავშვს სკოლაში ან ბაღში და ის თვითონ წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის“,- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება პრევენციის ზომებს, როგორც ექიმი განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია ჯერ არ არსებობს, მხოლოდ დამატებითი მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი.

„ზოგადად, პრევენციის ერთადერთი საშუალება, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც კორონავირუსთან მიმართებით, რადგან ის არის ახალი ვირუსი, ჯერჯერობით არაა შექმნილი. C ვიტამინი ან ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს ზოგადადაც აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასევე, დიდხანს მზეზე ყოფნა, რომ ორგანიზმმა D ვიტამინი გამოიმუშავოს, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტისთვის. ამდენად, ყველაზე მყარ და არა 100%-იან თავდაცვის საშუალებას იძლევა მხოლოდ ვაქცინაცია, დანარჩენი ეს არის დამხმარე მეთოდები, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი სხვა დაავადების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ქორიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა