ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
დღეს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19. 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრაზ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.