დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლება უნდა იყოს მზად იმ ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელიც  მსოფლიოში ვითარდება

ხელისუფლება უნდა იყოს მზად იმ ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელიც პრაქტიკულად, მსოფლიოში ვითარდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პრობლემა ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საფონდო ბირჟების ჩამოქცევა იწყება რეალურად. ერთმანეთისგან იზოლირება იწყება, გლობალური სამყარო იწყებს ერთმანეთისგან ჩაკეტვას. ამის მაპროვოცირებელი არის კორონავირუსი. ეკონომიკური ბმები იმდენად დიდია დღევანდელ სამყაროში, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება უკვე განსაკუთრებული მოქმედების გეგმას არ შეიმუშავებს, გარდაუვალი იქნება ჩვენთან ამ ეკონომიკური კრიზისის არსებობა. ტურიზმი ნელ-ნელა მცირდება, ამას აღიარებს მთავრობაც. სამომხმარებლო ტექნიკის მოწოდება ჩვენთან ხდება ჩინეთიდან, ჩინეთი ამდენი ხანია პარალიზებულია, ქარხნები გაჩერებულია, პორტები დაკეტილია, ამის დეფიციტიც შეიქმნება. სამუშაო ადგილებზეც აისახება ეს, თუ მაღაზიებმა ვერ შეძლეს ტექნიკის შემოტანა, გასაყიდიც არაფერი იქნება, პანიკის პირობებში კი ყველაფერს დაიტაცებენ. ნელ- ნელა ჩვენ შეიძლება სისტემური კრიზისის წინაშე დავდგეთ. აქ არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, აქ არის ეკონომიკური პრობლემა, რომელმაც შეიძლება ისეთი ბიძგი მისცეს შეუქცევად პროცესებს, რომ ქვეყანა შეიძლება კოლაფსში აღმოჩნდეს. მთავრობა უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ახსნა-განმარტებებია საჭირო. ლარის გამყარებაც კი ხალხში უკვე ეჭვს იწვევს, იმიტომ, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ საგარეო ვაჭრობა ჩერდება და დოლარზე მოთხოვნა ამიტომ მცირდება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო