მამუკა მდინარაძე აძვიდან გატაცებულის შესახებ- სამწუხაროა, რომ რუსეთი განაგრძობს პროვოკაციულ მოქმედებებს, ამას თავის მიზანი გააჩნია

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი განაგრძობს პროვოკაციულ მოქმედებებს, ბუნებრივია, ამას თავის მიზანი გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან აძვიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი იყენებს საოკუპაციო ძალას, რათა ქართული საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფოს.

"ეს ნიშნავს ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს უნდა დავაფიქსიროთ და ჩვენი ძალა არის სიმართლეში და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაში. ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გაიაზროს, რომ არსებობს რაღაც თემები, რომელთან დაკავშირებითაც ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა ვიკადროთ. არის საკითხები, რომელზეც არასწორი ინტერპრეტაცია „ქართულ ოცნებას“ არ აზიანებს, აზიანებს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი უნდა შეიკავოს იმგვარი დარყმისგან, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებას აზიანებს, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს