მაკრონი ექიმებს - ეპიდემია ახლოვდება - მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზის იმ საავადმყოფოს ეწვია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი დაიღუპა. ექიმებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კრიზისა და ეპიდემიის საფრთხის წინაშეა.

„ჩვენ კრიზის წინაშე ვართ, ეპიდემია ახლოვდება“,- განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებს და აღნიშნა, რომ მათი მუშაობით „გულაჩუყებულია“.

„მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და პასუხს გავცემთ გამოწვევას“,-აღნიშნა მაკრონმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა