ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს

აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს, ევროპის, უკრაინისა და რუსეთის პოზიციებზე, უკრაინისთვის ევროპის მხარდაჭერაზე, აშშ-ს ერთობ გაუგებარი პოზიციები რა სურათს ქმნის ერთი მხრივ უკრაინისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთისთვის, იმ შემთხვევაში თუ ტრამპმა არჩევნები წააგო, ვარაუდობენ რომ ის ჯერ ირანის წინააღმდეგ დაიწყებს 60 დღიან სამხედრო ოპერციას, ამის შემდეგ კი გადადგება და პრეზიდენტის მოვალეობას, ანტიევროპული და ანტიუკრაინული განწყობებით ცნობილი ვენსი გახდება.

ამას წინ უძღოდა ტრამპის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა, ეს რა გავლენას იქონიებს აშშ-ევროპის ურთიერთობებზე და საერთოდ, გლობალურ საერთაშორისო პოლიტიკაზე და საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. სოციალოგიური კვლევებით აშშ-ში შუალედურ არჩევნებს ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია აგებს.

ასეა იმის გამო რომ ამ შუალედურ არჩევნებს ტრამპი და „რესპუბლიკური“ პარტია უამრავი საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება. იგულისხმება აშშ-ში საწვავზე ფასის ზრდა, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე დაპირების ვერ შესრულება.

ომის დასრულება კი არა, ტრამპმა წელიწადნახევარია ვერ აიძულა პუტინი ცეცხლი შეეწყვიტა და არ დაებომბა უკრაინის ქალაქები. აშშ - ირანში სერიოზულადაა გაჭედილი და კაცმა არ იცის იქ კიდევ როგორ განვითარდება პროცესები.

საშინაო პოლიტიკაში იმის გამო რომ საწვავზე და დიზელზე ფასი გაზრდილია, აშშ-ც ტრამპის მიმართ დიდი უკმაყოფილებაა. არჩევნებამდე დარჩენილ დროში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე?

- ტრამპის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე იგი ამომრჩეველს დაპირდა დაბალ ინფლაციას, დაბალ ფასებს, მაგრამ ირანში ომის გამო ნავთობზეც გაზდილია ფასები და პროდუქტებზე ფასებიც მომატებულია. ამერიკელებისთვის საგარეო პოლიტიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

როგორც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, ამ დღეისათვის „რესპუბლიკური“ პარტია“ წარმომადგენელთა პალატას აგებს. ბევრის ვარაუდოთ, არაა გამორიცხული „რესპუბლიკელებმა“ სენატშიც დაკარგონ უმრავლესობა.

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, ამ დღეისათვის „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატას აგებს. ბევრის ვარაუდოთ, არაა გამორიცხული „რესპუბლიკელებმა“ სენატშიც დაკარგონ უმრავლესობა

თუ ასე მოხდა, შუალედური არჩევნების შემდეგ ტრაპი იქნება „კოჭლი იხვი“, კონგრესი დემოკრატების იქნება და შეუძლიათ მიიღონ კანონები, რომელიც აიძულებენ ტრამპს საგარეო პოლიტიკაში გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ტრამპს აქამდე არ უნდოდა.

- ამ კონტექსტში საინტერესო გახლდათ ფლორიდაში გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა ამერიკელებმა, ტრამპის წარმომადგენლებმა, ევროპელებმა, ნატოელებმა და უკრაინელებმა მიიღოს.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა რომ მასში მონაწილე მხარეები უახლოეს დღეებში შეიმუშავებენ დოკუმენტს, რომელსაც პუტინს ზამთრის დადგომამდე წარუდგენენ. მასში საუბარი იქნება ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, უკრაინის ეკონომიკის განვითარებაზე.

თუმცა, ტრამპის მხრიდან ასევე საუბარია იმაზე „ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა“. კიევი კი კატეგორიულად მოითხოვს იმას რომ რუსეთის ჯარებმა დატოვოს დონბასის ტერიტორია.

ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია რომ ტრამპმა რუსულ კომპანიებს მოუხსნა სანქციები და თხოვა პუტინს რუსეთმა აშშ-ს მიაწოდოს დიზელი. ამაზე ზელენსკის რეაქცია იყო მყისიერი - „ამ ფულით რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს ომი უკრაინასთან“.

რა დიზელი უნდა მიაწოდოს რუსეთმა აშშ-ს გაუგებარია, რადგან, თავად ვერ ახერხებს მათ გადამუშავებას. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა უფრო „წინასაარჩევნო ტრიუკს“ ჰგავს. თქვენ როგორ შეაფასებდით ფლორიდაში გამართულ შეხვედრას? ტრამპის მიერ რუსეთისათვის სანქციების მოხსნას?

- რაც შეეხება მოლაპარაკებებს, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ტრამპის მიერ პუტინთან მოლაპარაკებები წინასაარჩევნო კომპანიის ნაწილად აღიქმება. ფაქტია, რომ რუსეთი და პუტინი ამ კონტრაქტებს ვერ შეასრულებს. ამიტომ, ამომრჩეველზე დიზელთან დაკავშირებით მიღებული ეს შეთანხმება არ იმოქმედებს.

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ტრამპის მიერ პუტინთან მოლაპარაკებები წინასაარჩევნო კომპანიის ნაწილად აღიქმება. ფაქტია, რომ რუსეთი და პუტინი ამ კონტრაქტებს ვერ შეასრულებს. ამიტომ, ამომრჩეველზე დიზელთან დაკავშირებით მიღებული ეს შეთანხმება არ იმოქმედებს

აშკარადაც კი ჩანს, რომ ახლა ტრამპი დაბნეულიც კია, ეძებს ბერკეტებს, მაგრამ, სულ უფრო ცხადადაც კი ჩანს, რომ მას ბერკეტები ხელიდან ეცლება. იყო ინფორმაცია რომ არჩევნებამდე აშშ და ისრაელი ირანს არ დაარტყამდა, მაგრამ გამოცემა „აქსიოსმა“, გაავრცელა ინფორმაცია რომ აშშ და ისარაელი ირანს დაარტყამენ. ეს უფრო ჰგავს ირანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას რომ იგი აიძულოს დათმობებზე წავიდეს.

ისლამური რევოლუციის ლიდერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ იმოქმედებს. თეირანში იმედოვნებენ რომ ტრამპი დამარცხდება და ამის შემდეგ ირანი „დემოკრატებთან“ გააფორმებენ შეთანხმებას. დაახლოებით ისეთს, როგორც თავის დროზე ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მოხდა.

ისლამური რევოლუციის ლიდერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ იმოქმედებს. თეირანში იმედოვნებენ რომ ტრამპი დამარცხდება და ამის შემდეგ ირანი „დემოკრატებთან“ გააფორმებენ შეთანხმებას. დაახლოებით ისეთს, როგორც თავის დროზე ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მოხდა

რაც შეეხება უკრაინის თემაზე მოლაპარაკებების პროცესს. ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებსაც არ აქვთ პერსპექტივა, რადგან, პუტინის მიზანია მიაღწიოს უკრაინის კაპიტულაციას. მანამდე კი ზამთარში შეძლოს უკრაინის ყველა ინფრასტუქტურის მწყობრიდან გამოყვანა.

ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს ტრამპი მიხვდება არჩევნებისთვის გამიზნულმა არც ერთმა მოძრაობამ და ილეთმა არ იმუშავა, მისი რეიტენგები კვლავ ეცემა, არაა გამორიხული, მან გარისკოს და დაარტყანს ირანს.

ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს ტრამპი მიხვდება არჩევნებისთვის გამიზნულმა არც ერთმა მოძრაობამ და ილეთმა არ იმუშავა, მისი რეიტენგები კვლავ ეცემა, არაა გამორიხული, მან გარისკოს და დაარტყანს ირანს

- ცხადია ისიც, რომ აშშ-ისრაელის დარტყმა ირანზე, ირანს კიდევ უფრო დააუძლურებს, მაგრამ სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული.

ირანში არსებული ისლამური მმართველობა საკმაოდ ბრძოლის უნარიანი და ეფექტური აღმოჩნდა. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ორმუზის სრუტეს ირანი აკონტროლებს, ჰუსიტები კი საუდის არაბეთის ტერიტორიებს იკავებენ...

- აშშ-ში საკმაოდ დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც გადაუწყვეტელ ამორჩევლად ითვლება. როგორც წესი, ამ კატეგორიის ადამიანები გადაწყვეტილებას ვის მისცენ ხმა, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში იღებენ.

თუ აშშ-მ და ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, ეს იქნება, წინასაარჩევნო პიარ-აქცია სწორედ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გულის მოსაგებად. არაა გამორიცხული, ამ მედია ეფექტრმა ტრამპის სასარგებლოდ იმიშაოს, ტრამს ახლა თავისი არჩევნები აინტერესებს, მაგრამ, ამას შემდეგ რა მოჰყვება, არ აინტერესებს.

თუ აშშ-მ და ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, ეს იქნება, წინასაარჩევნო პიარ-აქცია სწორედ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გულის მოსაგებად. არაა გამორიცხული, ამ მედია ეფექტრმა ტრამპის სასარგებლოდ იმუშაოს, ტრამს ახლა თავისი არჩევნები აინტერესებს, მაგრამ, ამას შემდეგ რა მოჰყვება, არ აინტერესებს

- უკრაინა-რუსეთის ომს თემაზე გადავიდეთ, ვხედავთ რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება ახალ ფაზაშიც კი შედის. იგულისხმება ის რომ უკრაინელებს გაუჩნდათ ბალისტიკური რაკეტები, რითაც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს აგდებენ.

ამის პარალელურად უკრაინა აგრძელებს რუსეთის ნავთობგადამუშავებელი საწარმეობის განადგურებას. ორივე მხრიდან ომი გამოფიტვაზე გრძელდება. რუსეთში საპარლემენტო არჩევნების შემდეგ პუტინის განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პუტინი ან რეალურად არ ფლობს რა ხდება ფრონტის ხაზზე და ქვეყნის ეკონომიკაში, ან პუტინს ტრამპის არ იყოს, ახლა დასაკარგი აღარაფერი აქვს და იმდენ ხანს გააგრძელებს ომს, რამდენი ხანი დასჭირდება იმის მიღწევას რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს.

მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, უკრაინა რომ კაპიტულაციას არ აპირებს, ვხედავთ...

- პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე ვა-ბანკზე მიდის. მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნება და ახლა მაინც გაუმართლოს.

რა დღეშია რუსეთის ეკონომიკა ყველამ იცის, მაგრამ პუტინი ჯიუტად აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკის ნგრევას. იზრდება გადასახადები, ყიდიან ოქროს და ბეჭდავენ ფულს. ამ სქემებით რუსეთი შეძლებს ამ წლის ბიუჯეტის დაბალანსებს. მაგრამ, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკას გაუჭირდება ომის ტვირთის ზიდვა.

რა დღეშია რუსეთის ეკონომიკა ყველამ იცის, მაგრამ პუტინი ჯიუტად აგრძელებს ქვეყნის ეკონომიკის ნგრევას. იზრდება გადასახადები, ყიდიან ოქროს და ბეჭდავენ ფულს. ამ სქემებით რუსეთი შეძლებს ამ წლის ბიუჯეტის დაბალანსებს. მაგრამ, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკას გაუჭირდება ომის ტვირთის ზიდვა

პუტინს ესმის რომ მას დრო ბევრი არ აქვს. ამიტომ მიდის ესკალაციაზე, აწარმოებს ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომებს და აცხადებს რომ შეუტევენ ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, ლამის ყოველ მეორე დღეს საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. გათვლაა იმაზე რომ ევროპელებს შეეშინდებათ და დაიხევენ უკან და უარს იტყვიან უკრაინის დახმარებაზე.

ამის პარალელურად რუსეთი აგრძელებს კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვებს და უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობას იძულებას უკრაინა დანებდეს რუსეთს. რუსეთი ზდის ომის ხარჯებს იმ იმედით რომ ომის ესლაკაციის გზით გამოუვა გატეხოს უკრაინელი ხალხი.

რუსეთი აგრძელებს კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვებს და უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობას იძულებას უკრაინა დანებდეს რუსეთს. რუსეთი ზდის ომის ხარჯებს იმ იმედით რომ ომის ესლაკაციის გზით გამოუვა გატეხოს უკრაინელი ხალხი

- რამდენიმე დღის წინ კიევში ნატოს ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ევროპელები მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ უკრაინას.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პუტინის ეს ტაქტიკა ნაწილობრივ ამართლებს. კიევის მერმა კლიჩკომ მოუწოდა კიეველებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა დატოვოს ქალაქი.

თვალი მოვკარი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევში რიგ-ადგილებში კანალიზაციის, რიგ ადგილებში წყლის პრობლემაა. ფაქტია, რომ ამას ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დაემატება. კიევი და კიეველები რომ ამას მიჩვეული არიან, ვიცით.

ყველაფერი ეს რა სურათს ქმნის ერთი მხრივ უკრაინისთვის, მეორე მხრივ რუსეთისათვის?

- მეორე მსოფლიო ომის მაგალითი გვიჩვენებს რომ მოსახლეობის ბომბებით დაშინების ტაქტიკა, არ მუშაობს. პირიქით ხდება ხოლმე. როცა ბრიტანელები გერმანიის ქალაქებს ბომბავდნენ, გერმანელებს კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ, პირიქით, ჰიტლერის ხელისუფლების ირგვლივ მოახდინეს კონსოლიდაცია.

უფრო ეფექტური იყო, როცა ამერიკელები ბომბავდნენ ქარხნებს, საწარმოებსა და ინფრასტრუქტურას. ახლა ამას უკრაინელებიც აკეთებენ და რუსებიც.

ანუ, უკრაინელების დაშინება არ გამოდის. მეტიც, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მონაკვეთზე უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ. იმავე მონაკვეთებზე იზრდება დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა. ანუ უკრაინელებს ფრონტზე მცირე უპირატესობა აქვთ და ფსიქოლოგიურად უფრო საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებიან.

უკრაინელების დაშინება არ გამოდის. მეტიც, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მონაკვეთზე უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ. იმავე მონაკვეთებზე იზრდება დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა. ანუ უკრაინელებს ფრონტზე მცირე უპირატესობა აქვთ და ფსიქოლოგიურად უფრო საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებიან

რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, რუსებს უკრაინელებზე მეტი ბალისტიკური რაკეტები აქვთ და ამას იყენებენ.

- უკაცრავად, ახლა გამახსენდა - ტრამპის სიძეს კუშნერს გაუმართავს მოლაპარაკებები რუსეთის წარმომადგენლებთან „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის ამოქმედებაზე.

აქ გაუგებარი ისაა, ამ თემაზე კუშნერი ევროპელებს უნდა ესაუბროს და არა რუსებს, რომლის გაზის მიღებაზე ევროპელებმა თქვეს უარი სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო.

ამის პარალელურად, მოსკოვში პუტინისთვის დაბადების დღის მოსალოცად იყო ჩასული გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი, რომლის საქმიანობის შედეგად ევროპის წამყვანი ქვეყნები სრულად აღმოჩნდნენ დამოკიდებული რუსეთზე.

ამას წინათ ევროპამ სანქციები მოუსხნა პუტითან დაახლოებულ რუს ოლიგარქ უსმანოვსა და ფრიდმანს. პუტინის ეს მოძრაობები ევროპის მიმართულებით რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს?

- ტრამპის იდეა იყო ევროპისა და რუსეთის შერიგება, მაგრამ როგორც შუამავალი მიიღებს გარკვეულ პროცენტს, ანუ ევროპაში რუსული გაზის ოპერატორი იქნება ამერიკული კომპანია. ასეთია ტრამპის ჩანაფიქრი.

მაგრამ, რადგან შერიგება არ გამოდის. შრიოდერი კი იყო ჩასული პუტინთან მოსკოვში, მაგრამ, კიევში იყო ჩასული გერმანიის კანცლერი მერცი. კიევში ვიზიტისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

ტრამპის იდეა იყო ევროპისა და რუსეთის შერიგება, მაგრამ როგორც შუამავალი მიიღებს გარკვეულ პროცენტს, ანუ ევროპაში რუსული გაზის ოპერატორი იქნება ამერიკული კომპანია. ასეთია ტრამპის ჩანაფიქრი

ასე რომ ევროპა რუსეთთან სავარაუდო დაპირისპირებისთვის ემზადება. ასე რომ ახლა გაზის „ჩრდილოთ ნაკადის“ თემა აქტუალური ნამდვილად არაა.

- გასაგებია, რომ ისევე როგორც ტრამპს, ასევე პუტინს სერიოზულად უჭირთ თავიანთ ქვეყნებში ელექტორატის მიმხრობა.

ასე ფონზე ზესახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებს აშშ და ჩინეთი. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება რომ მსოფლიოში ორი ზესახელმწიფოა - აშშ და ჩინეთი, შემთხვევითი არ ყოფილა.

ვიცით, რომ მოსკოვი მუდმივად აცხადებს პრეტენზიას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ამისთვის მან უნდა დაამარცხოს უკრაინა, რომლის გარეშეც იგი იმავე სივრცეში დომინანტური მოთამაშე ვერ ხდება.

ასეთ მოცემულობაში რა შანსები აქვს რუსეთს, თავისი ადგილი იპოვოს გლობალურ საერთაშორისო პოლიტიკაში?

- რუსეთმა კარგა ხანია დაკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი, ახლა საუბარია იმაზე რუსეთი, რამდენად ძლიერი რეგიონალური მოთამაშე იქნება. რუსეთი კარგავს გავლებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ამის კარგი მაგალითია თუ რა ხდება ჩვენს სამხეთ კავკასიის რეგიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოსკოვისთვის მიუღებელი საგარეო კურსი აქვთ არჩეული. იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებში.

რუსეთის პრობლემა ისაა ახლა ილიზორული ზესახელმწიფოება კი არ ითამაშოს, არამედ ისაა, შეინარჩუნებს თუ არა ანგარიშგასაწევ და მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე ქვეყნის როლს.

რუსეთის პრობლემა ისაა ახლა ილიზორული ზესახელმწიფოება კი არ ითამაშოს, არამედ ისაა, შეინარჩუნებს თუ არა ანგარიშგასაწევ და მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე ქვეყნის როლს

- ამას სჭირდება მდგრადი ეკონომიკის ქონა. რომ არა ტრამპი, უკრაინას რუსეთი კარგა ხნის წინ ეყოლებოდა ფრონტის ხაზზე დამარცხებული.

რომ არა ტრამპი, თეთრ სახლში ტრამპის გამოჩენამდე პუტინი და რუსეთი სრულ იზოლაციაში იყო და იგი პუტინს მაშველ რგოლად გამოუჩნდა.

ტრამპმა პუტინი მაიამიში G 7 შეხვედრაზე მიიწვია. ამ კლუბის წევრების უმრავლესობა რომ ტრამპის მიერ პუტინის მაიმიში მიწვევას კრიტიკულად შეხვდა, დარწმუნებულიც კი ვარ.

პუტინი ჩავა თუ არა მაიამიში G 7 შეხვედრაზე? თუ ჩავა რა შედეგი დადგება, თუ არ ჩავა, ასეთ შემთხვევაში, რას მივიღებთ?

- ჩავა თუ არა პუტინი მაიამიში G 7 შეხვედრაზე, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ასე იქნება თუნდაც იმიტომ რომ პუტინის მიზანია მიაღწიოს უკრაინის კაპიტულაციას.

მაიამიში ჩასვლა, პუტინმა, შესაძლოა, იმიჯისთვის გამოიყენოს. პუტინისთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ლიდერის იმიჯის შენარჩუნება. ამერიკის მოედანზე, პუტინის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

მაიამიში ჩასვლა, პუტინმა, შესაძლოა, იმიჯისთვის გამოიყენოს. პუტინისთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ლიდერის იმიჯის შენარჩუნება. ამერიკის მოედანზე, პუტინის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია

დარწმუნებული ვართ, თუ პუტინმა მაიამიში ჩასვლა გადაწყვიტა, ტრამპი მის უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს. ვიმეორებ, ჩავა თუ არა პუტინი მაიამიში, ამას შედეგი არანაირი არ ექნება.

- პუტინს კი აქვს სურვილი უკრაინა კაპიტულაცია აიძულოს, მაგრამ, ეს ასე იოლი რომ არაა, კარგადაც კი ჩანს.

სავარაუდოდ, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი და მისი სავარაუდო შედეგი როგორი შეიძლება იყოს?

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში. უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივაც წყდება ირანშიც.

თუ ირანში სამხედრო გზით შესაძლებელი გახდა ისლამური რეჟიმის ჩანაცვლება, ამ შემთხვევაში უკრაინა-რუსეთის ომი დიდი ალბათობით დაპაუზდება.

ასეა იმის გამო, რომ ამ ორივე კონფლიქტს გლობალური საფუძვლები აქვთ.

- ზემოთ კი ვთქვი, მაგრამ გავიმეორებ - ირანში ხელისუფლების სისტემური და თვისობრივი ცვლილება, როგორც ჩანს, ვერ მოხდება.

ეს ასე შეიძლება იქნას წაკითხული - აშშ ვერ ამარცხებს ირანს. ირანი ძლიერდება და გააგრძელებს მეგობრობას პეკინთან და მოსკოვთან. ამგვარი ვითარება არაფერ კარგს არ უქადის უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებას, თუნდაც იმიტომ რომ ომის დროში გაწელვა, არავის აწყობს რუსეთის გარდა და ამაში მას ტრამპი ეხმარება, ასე ჩანს?

- ირანში ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაციაა, მოსახლეობის რაოდენობა დიდია და ასეთ რეჟიმში ირანი დიდხანს ვერ გაძლებს.

ირანის გათვლა ასეთია - ტრამპი არჩევნებს წააგებს და აშშ-ს ხელისუფლებაში „დემოკრატიული“ პარტიის მოსვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიალოგის დაწყება.

მაგრამ, თუ შუალედურ არჩევნებს ტრამპი წააგებს, მას როგორც პრეზიდენტს აქვს უფლება ირანთან კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს 60 დღიანი ომი. ასეთ შემთხვევაში ტრამპის მიზანი იქნება საკუთარი „რესპუბლიკური პარტიის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება.

თუ შუალედურ არჩევნებს ტრამპი წააგებს, მას როგორც პრეზიდენტს აქვს უფლება ირანთან კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს 60 დღიანი ომი. ასეთ შემთხვევაში ტრამპის მიზანი იქნება საკუთარი „რესპუბლიკური პარტიის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება

თავად ტრამპი ასეთ შემთხვევაში არაფერს არ კარგავს, კოზირები დაკარგა და ახლა თამამად შეიძლია იზრუნოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოადგეს „რესპუბლიკურ“ პარტიას.

- ეს როგორ აისახება უკრაინა-რუსეთის ომზე?

- ახლა ირანში ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ასეთ ვითარებას ვერც ერთი რეჟიმი ვერ გაუძლებს. ომის ესკალაციას დიდი რესურსები სჭირდება, ამოუწურავი რესუსრი არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

თუ ირანის რეჟიმი დამარცხდა, საერთაშორისო ესკალაციის განმუხტვა დაიწყება. ამ კონფლიქტით ინარჩუნებს თავს რუსეთი, რადგან ნავთობზე ფასი კვლავ მაღალი რჩება. თუ ირანში რეჟიმის ჩანაცვლება მოხერხდა, ომის წარმოებას რუსეთი ვერ გაუძლებს.

თუ ირანის რეჟიმი დამარცხდა, საერთაშორისო ესკალაციის განმუხტვა დაიწყება. ამ კონფლიქტით ინარჩუნებს თავს რუსეთი, რადგან ნავთობზე ფასი კვლავ მაღალი რჩება. თუ ირანში რეჟიმის ჩანაცვლება მოხერხდა, ომის წარმოებას რუსეთი ვერ გაუძლებს

- ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებს თვალს ჩინეთი...

- ჩინეთის პოზიცია ისაა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო სუსტდება ევროპა, რუსეთი, აშშ, ამასაობაში ჩინეთი ხდება ყველაზე სტაბილური და სანდო პარტნიორი. გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთი ხდება ყველაზე ძლიერ მოთამაშედ. ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩინეთი ახლა პირველ ადგილზე და აშშ-ს კარგა ხანია გადაასწრო.

ჩინეთი, რომელიც ყველაზე სტაბილურ და მდგრადად განვითარებულ ქვეყნად რჩება. ჩინეთი არასად არ ერევა ღიად და ერთმნიშვნელოვნად, და ამავე დროს აძლიერებს მსოფლიოში თავის პოზიციებს

ევროპაში უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, რუსეთი ბევრი თვალსაზრისით არის ცუდ მდგომარეობაში.

დარჩენილია ჩინეთი, რომელიც ყველაზე სტაბილურ და მდგრადად განვითარებულ ქვეყნად რჩება. ჩინეთი არასად არ ერევა ღიად და ერთმნიშვნელოვნად, და ამავე დროს აძლიერებს მსოფლიოში თავის პოზიციებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა