ეკატერინე მიქაბაძე - ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც იყოს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც სანდოობას შემატებს ბაზარს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორების დაცვის მიმართულებით.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს აერთიანებს, მათ შორის - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციის და ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვას, დარეგულირებას და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ვალდებულებების დაწესებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა