ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატო-ს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატო-ს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, კონსორციუმში შემავალ რვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის, ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც ამ დიდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტში, რომელიც წყლის კიბერუსაფრთხოებას ეხება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნორვეგიის, იტალიის, ესპანეთის, გერმნანიის, აშშ-ის და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტებია ჩართული.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო-ს წარმომადგენლობამ მოითხოვა პროექტში საქართველოს და კონკრეტულად ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. ინიციატივა ჩვენი უნივერსიტეტის კონსორციუმში ჩართვას გულისხმობს. კონსორციუმის სათავო ოფისი ნორვეგიაშია, ეს არის მსოფლიოში გარემოს დაცვის ცნობილი ცენტრი, რომელიც მშენებლობისა და წყლის პრობლემებზე მუშაობს. პროექტში ქართული მხარის ჩართვა ჰიდროინჟინერიისა და წყალმომარაგების თვალსაზრისით მოხდა, ვინაიდან ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს. მათ სურთ ჩვენი გამოცდილება გამოიყენონ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხის გადასაწყვეტად“, - აცხადებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებული, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.

გვიშიანი განმარტავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, სადაც გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის გამოყენება დაიწყეს.

„საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ჩამდინარე წყლის გამწმენდი ექვსი ნაგებობა ექსპუატაციაში შევიდა და აღჭურვილია თანამედროვე მართვის ელოქტრონული სისტემით. მანამდე ეს ცამდინარე წყლები გარემოში იღვრებოდა. ჩვენ მიერ მოხდება ამ სისტემების აპრობაცია. ეს არის უხვი ინფორმაციის მიწოდების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოთხოვნისამებრ, დისტანციურად მივიღოთ მონაცემები. ეს წყლის, გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის მიმართულებით ჩვენი გამოცდილების გამოყენების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს გვიშიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა