რუსთავს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს

რუსთავს ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკიდან დამეგობრებული ქალაქ ლოძის საკრებულოს თავმჯდომარე მარკინ გოლაზევსკი და მერიის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორი გრეგორ გროდეკი ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში, ლოძის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდნენ. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით რეხვიაშვილი, ნინო ქავთარაძე, დეპუტატები, ასევე რუსთავის მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ოფიციალური შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა რუსთავისა და ლოძის ეკონომიკური და ბიზნესპოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

"ქალაქ ლოძთან, რუსთავი უკვე 25 წელია რაც მეგობრობს. ეს მეგობრობა გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთდახმარებას და თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მათი გამოცდილების გაზიარებაა როგორც სკოლამდელი აღზრდის, განათლების, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. გასულ წელს, ჩვენ ქალაქ ლოძში საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. შემდეგ, მათ გამოთქვეს რუსთავში ჩამოსვლისა და ჩვენი მეგობრობის უფრო გაღრმავების სურვილი“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.

მერიის ინფორმაციით, დღესვე, ქალაქ ლოძის დელეგაციის წევრებმა, რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოები დაათვალიერეს და ქალაქის ისტორიულ მუზეუმსაც ესტუმრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო