გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო

ქალაქ დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა კეთილმოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროცესი, 27 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის მენეჯერმა არჩილ ჭინჭარაშვილმა შეაფასეს. მათი თქმით, ამ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქუჩის მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები ორმოცამდე ოჯახი შეზღუდვის გარეშე ისარგებლებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მოასფალტების პროცესი დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა