ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ავსტრიას აქვს განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს განვითარების მიმართულებით

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორიალს ეხმიანება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ავსტრიის რეგიონალური ამბასადორიალის საქართველოში მასპინძლობისთვის და კონფერენციის გახსნისთვის.

მან აღნიშნა, რომ ავსტრია კარგად იცნობს ქვეყნის პოზიტიურ მიღწევებს, ასევე საქართველოში არსებულ გამოწვევებს.

„საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტეთ. პირველი - ეს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაა, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და კვლავ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩვენი ურყევი მხარდაჭერა. ვიზიტის მეორე მიზანს წარმოადგენს ინტერესი საქართველოს განვითარების მიმართულებით. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) შეხვედრებს მართავს ქართულ მხარესთან და იხილავს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს პრიორიტეტულობას დახმარების პროგრამების შემუშავების პროცესში“ ,- განაცხადა მარშიკმა.

უწყების ინფორმაციით, ალექსანდერ მარშიკი საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ADA-ს წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა