2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე რუსეთი პირობებს აყენებს

რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, პირობებს აყენებს, - იუწყება რუსული მედია.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირობა ასახულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაში, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს ჯერ არ შეუძლია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება.

სამინისტროს განმარტებით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და დაზუსტდეს თანხის ოდენობა.

სააგენტო წერს, რომ მოსკოვში შიშობენ, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობა არ შეიძლება.

მათივე თქმით, საქართველოს მიერ წარმოდგენილ სიაში 1795 ადამიანია. მათგან 290 უნდა გამოირიცხოს, რადგან ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამებიან. მხოლოდ სიის დაზუსტების შემდეგ შეძლებს რუსეთის მხარე კომპენსაციის გადახდას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა