ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავნთარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში და მათი სამომავლო პერსპექტივები.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს რამდენიმე, მათ შორის ევროპის ქვეყნების (იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, თურქეთი და ა.შ.) ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე შესაბამისი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები (BP AGT; TANAP ; ICGB AD და აშ.) დაესწრებიან. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე სესია და პანელი, სადაც საუბარი წარიმართება რეგიონული თანამშრომლობის და მსხვილი, სტრატეგიული ენერგოპროექტების მიმდინარეობის გარშემო. მინისტერიალის ერთ-ერთი წამყვანი თემა, ევროპული ბაზრის საიმედო, უსაფრთხო ენერგომომარაგების მიზნით ენერგორესურსების მწარმოებელ, სატრანზიტო და მომხმარებელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება იქნება. მინისტერიალის ბოლოს გაფორმდება შესაბამისი დეკლარაცია.

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს სესიაში: „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.

„საქართველოს დელეგაციაში ნათია თურნავასთან ერთად არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა