ცხინვალის რეჟიმმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა შესასვლელი უვადოდ დაკეტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 20:00 საათიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა შესასვლელი პუნქტი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე იმოქმედებს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიმუშავებენ საპროფილაქტიკო ზომების გეგმას და რუსეთის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების წესებს, „მოქალაქეებს“ მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ სხვა სახელმწიფოებში წასვლისგან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს