პუტინი აღიარებს, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ორეულით სარგებლობა შესთავაზეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ გამოჩენისას ორეულით სარგებლობის შესაძლებლობა შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა და ორეული არასდროს ჰყოლია.

„მე უარი ვთქვი ამ ორეულებზე. ეს შემოთავაზება იყო ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში“, - განაცხადა პუტინმა TASS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისს გულისხმობდა.

როგორც „როიტერი“ წერს, პუტინთან დაკავშირებით არსებობს შეთქმულების თეორიები, რომ ის ორეულს ან ორეულების მთელს არმიას იყენებს. კიდევ ერთი ვერსიით კი ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში პუტინის ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანი პოზირებს.

ინტერვიუს დროს პუტინს ინტერნეტში მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფოტოები უჩვენეს და ჰკითხეს: „ნამდვილი ხართ?“, პუტინმა კი უპასუხა „დიახ“.

იხილეთ ვიდეო: "თქვენ ნამდვილი ხართ?" - პუტინის პასუხი, როცა მას ორეულზე კითხვა დაუსვეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა