თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად, სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში, იდლიბის პროვინციაში სამი თურქი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომელთა ცნობით, თურქი ჯარისკაცები ავიადარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის სამთავრობი ძალებზე საპასუხო დარტყმის შესახებ იტყობინება და ამტკიცებს, რომ დაიღუპა ასზე მეტი სირიელი სამხედრო.

თავის მხრივ, სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ სირიის ოპოზიციის რაზმებმა თურქეთის არმიის მხარდაჭერით, იდლიბის ქალაქ სარაქიბზე კონტროლი დაიბრუნეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თურქი სამხედროები და სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლები გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა