ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა იზრდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა იზრდება. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კორონა ვირუსის საეჭვო ნიშნების შემთხვევაში, მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

განსაკუთრებულ ყურადღება იმ მოქალაქეებზე მახვილდება, რომლებიც იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ პრევენციის მიზნით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე რეგულაციები დაწესდა.

სარფის საბაჟოზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, რომლებიც სამედიცინო პირბადეებით არიან აღჭურვილი.

მოქალაქეები, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებიან აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი , შესაძლოა, ორი კვირით ჩაიკეტოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო