გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში სირიაში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ესკალაციას და ინფორმაციას ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ,“- ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ანტონიო გუტიერეში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.

„გენერალური მდივანი კვლავ აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს პრესპიკერის განმარტებით, თუკი ცეცხლის შეწყვეტა სასწრაფოდ არ განხორციელდება, „კიდევ უფრო დიდი ესკალაციის რისკი ყოველ საათში იზრდება.“

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, 30-ზე მეტი კარისკაცი კი დაჭრილია.

იხილეთ ვიდეო: გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა