საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება, 3 კი თვითიზოლაციაში გადავიდა

საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, სამმა მოქალაქემ სასტუმრო შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

ექიმის თქმით, წასვლის სურვილი მოქალაქეებმა გამოთქვეს, შემოწმდა რამდენად სათანადოდ იყო იზოლირებული მათი ბინა და ამის შემდეგ დატოვეს სასტუმრო.

რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ისინი მერვე დღეა იზოლაციაში რჩებიან და კლინიკას ერთ კვირაში დატოვებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა