ვახტანგ ბუცხრიკიძე - გასულ წელს „თიბისი ბანკმა“ ბევრი ახალი ტექნოლოგიური პროექტი შემოიტანა, წელს აქცენტი კვლავ ტექნოლოგიებზე გაკეთდება

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს „თიბისი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარების კუთხით, აქცენტს უზბეკეთის ბაზარზე გააკეთებს, წლის ბოლოს კი სხვა ბაზრებზეც გავა.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნეს სექტორს წლიური ანგარიში გააცნო. როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ინტერპრესნიუსს“ 2019 წლის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განუცხადა, 2019 წელს თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 531 მილიონი დოლარი მოიზიდა, რამაც ირიბად ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყო ხელი.

„2019 წელს „თიბისი ბანკმა“ ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგიური პროექტი შემოიტანა. ამავე დროს, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა. სხვადასხვა რეგიონში დავაფინანსეთ ბევრი ბიზნესი და დასაქმებას შევუწყვეთ ხელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა განვვითარდეთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აქცენტს გავაკეთებთ ახალ ტექნოლოგიებზე. 2020 წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარების ძირითადი აქცენტი იქნება უზბეკეთის ბაზარი. უზბეკეთში „თიბისი“ უკვე წარმოდგენილია გადახდების სისტემის აპლიკაციით და გვყავს დაახლოებით 2 მილიონამდე მომხმარებელი, გვაქვს ჩვენი სალიზინგო კომპანია და ბანკი უკვე 2020 წლის ზაფხულში გაიხსნება. წლის მეორე ნახევარში გვინდა სხვა ბაზრებზეც გავიდეთ“, -აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

როგორც „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე აცხადებს, 2019 წელს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო ბიზნესს განსაკუთრებით წარმატებული წელი ჰქონდა.

„გასულ წელს ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორში 47%-ით გაიზარდა და ეს ასობით წარმატებული ბიზნესის დაფინანსებაში გადაიზარდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკის სექტორებში. რაც შეეხება კაპიტალის ბაზრებს, 104%-თაა გაზრდილი ობლიგაციების ბაზარი“,- აცხადებს გოგა თხელიძე.

„თიბისის“ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა