სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რუსეთს დეპორტაციის გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთს 2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა.

კაპანაძის თქმით, „კონკრეტული შეცდომები დაუშვა მაშინ პირადად თეა წულუკიანმა, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები“.

„ჩვენ გვახსოვს, ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა.

ძალიან სამწუხაროა, რომ საბაბი, რომელსაც ახლა რუსეთი იყენებს, რომ არ არის დაზუსტებული იმ ადამიანების სია, ვისთვისაც კომპენსაცია უნდა იყოს გაღებული, მისცა მას დღევანდელმა ხელისუფლებამ. იმიტომ, რომ თავის დროზე სხვადასხვა ვადები იქნა გამოტოვებული, არ იქნა სიები დაზუსტებული და რუსეთი ახლა ამას იყენებს საბაბად. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, ეს არ ამართლებს რუსეთს. მან უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს ეგიდით აღებული ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი, რომ რუსეთი ვაიძულოთ ვალდებულება შეასრულოს ან თუ არ შეასრულებს ამისი ფასი იყო გაზრდილი“,-აცხადებს კაპანაძე.

ცნობისთვის, რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, პირობებს აყენებს.

კერძოდ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და დაზუსტდეს თანხის ოდენობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა