გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში აქცია იმართება. 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 20 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ უკვე 20 თვეა, პროკურატურის ვერსიებს უნდობლობას უცხადებენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ოფიციალური ვერსიით, მერებაშვილი ავოტოავარიას ემსხვერპლა.

„გამოძიების ეს ვერსია აბსურდულია. ჩემ შვილს მანქანა არ დაჯახებია. გარდაცვლილს სხეულზე ავარიის არანაირი კვალი არ ემჩნეოდა. თორნიკე მოკლულია, მოკლეს სხვა ადგილზე და მერე მიიტანეს და გზაზე დააგდეს, მაგრამ დღემდე არ ხდება ობიექტური გამოძიება. ჩვენი თანასოფლელი დააკავეს, მაგრამ ისიც უდანაშაულოდ არის ციხეში", - აცხადებს გარდაცვლილის მამა მერაბ მერებაშვილი.

გარდაცვლილის ახლობლებს შეუერთდა ბრალდებულის მამაც. ტრისტან კოჩუაშვილი გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვს.

,,ჩემი შვილი უკვე მეორედ დააკავეს ავარიის ბრალდებით. ბრალს არ აღიარებს, რადგან არავის დაჯახებია. თავდაპირველად, ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს, 9 თვე იყო ციხეში და ბრალი რომ ვერ დაუმტკიცდა, პროკურატურამ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა და გამოუშვეს, მერე კვლავ დააკავეს", - განაცხადა დაკავებული ზვიად კოჩუაშვილის მამა.

სოფელ ხელთუბანში შეკრებილები პროკურატურასთან გადანაცვლებას აპირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა