10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს

10 ოქტომბერს, Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე One Republic როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

“One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა. ამის მიუხედავად, One Republic წარმატებული სვლა არ შენელებულა, პირიქით, 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელიც კომპოზიციებს All the Right Moves, Secrets და Good Life შეიცავს. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე One Republic როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

One Republic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 6 მარტს 13:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი. One Republic და Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე „ბლექ სი არენა“ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ საიტსა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად გაეცნობით”, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით