გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს.

29 თებერვალსა და 1-ელ მარტს, გუდაურში, სნოუბორდის ევროპის თასი გაიმართება პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს, პარალელური სლალომი და პარალელური გიგანტური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. ორივე სახეობაში, ქალებსა და კაცებში, ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება. საკვალიფიკაციო რაუნდების შედეგად, საუკეთეოსო მაჩვენებელის მქონე სპორტსმენები, პირველობისთვის ასპარეზობას ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით ხდება, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით. წლევანდელი შეჯიბრის ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი, ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი ავსტრიელი სპეციალისტი, როლანდ ჰორნი.

ევროპის თასის ეტაპში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 12-მდე ქვეყნის 30 სპორტსმენი.

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩტარდება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება სხვადასხვა სამთო კურორტებზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპისა და მსოფლიოს თასის ეტაბები გამართოს, შესაბამისად მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს