აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია კონტროლირებადი იყოს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია კონტროლირებადი იყოს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

„აჭარაც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პრევენციული ღონისძიებების გეგმაში. ჩვენი მხრიდან დამატებითი ბრიგადით უზრუნველვყავით საზღვარი. ისმოდა კითხვები, რატომ არ მოწმდება ყველა მოქალაქე. ამის აუცილებლობა არ არის, რადგან შემოსვლის დროს საბაჟო სამსახური წინასწარ ფლობს ინფორმაციას თუ ვის შეიძლება ჰქონოდა რაიმე კავშირი იმ ქვეყნებთან, სადაც არის დაფიქსირებული კორონავირუსი. ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა