ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება

ქუთაისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მოწესრიგდება გზის საფარი და ფეხით სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.

„გრიშაშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ქალაქის ისტორიულ უბანშია და ამ ქუჩის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მიმდინარეობს გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგება. დასრულების შემდეგ, გრიშაშვილის ქუჩა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის“,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა