ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა კოლეგასთან, დავით ტონოიანთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს