გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლებმა, რომლებიც გორში აქციას მართავენ, პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ცენტრში შეკრებილებმა პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის მშობლების მტკიცებით, პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმადაც ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა, აბსურდულია.

„აბსურდია, რომ ჩემი შვილის გარდაცვალება ავარიამ გამოიწვია, თორნიკე მოკლეს, ქვეყანამ იცის ის ჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ გარდაცვალებამდე ჩემი შვილი რეკავს და ამბობს, რომ დაჭრილია. მკვლელები დღემდე დაუსჯელად დადიან. ავარიის ბრალდებით დააკავეს ჩვენი თანასოფლელი, მერე გაათავისუფლეს, მერე ისევ დააკავეს, მტკიცებულებები გაყალბებულია. ჩემი მტკიცებულებები არ დაურთეს საქმეს, დამოუკიდებელმა ექსპერტმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ბავშვი ავარიით არ იყო გარდაცვლილი და თავში ორჯერ ჰქონდა ჩარტყმული. აქამდე თავს ვიკავებდი, ახლა კი მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მხარი დამიჭიროს", - აცხადებს გარდაცვლილის მამა მერაბ მერებაშვილი.

აქციას შეუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წევრებიც.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და გარდაცვლილის მშობლებს შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, მერაბ მერებაშვილმა პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა და შეხვედრაზე უარი განაცხადა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ვინმეს მფარველობაზე განცხადებები საფუძველს მოკლებულია, სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება და ბრალდებულ ზვიად კოჩუაშვილის მიმართ საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში იხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა