პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.

„შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩამოვიდა იტალიის რეისით, რომელიც ქუთაისში განხორციელდა.

გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გვიან ღამით გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, თუმცა თავი შევიკავე განცხადებისგან, რადგან მინდოდა დილით კიდევ გადამემოწმებინა რეაგენტებით და როდესაც დავრწმუნდით, რომ იყო დადებითი, ვაკეთებთ განცხადებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, დაავადებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში იყო 5-დღიან მოგზაურობაში და ის საქართველოში ოთხშაბათს დაბრუნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ დაინფიცირებულის სქესს და ასაკს, ასევე კონკრეტულად, იტალიის რომელი ქალაქიდან განხორციელდა ფრენა.

"დაავადებულის პერსონალურ ინფორმაციას ვერ დაგისახელებთ. თავისი ასაკით დაავადებული ადამიანი რისკ ჯგუფში არ შედის. მისი უახლოესი ერთი ადამიანი უკვე კარანტინშია და დანარჩენებზე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ეპიდკვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა - ბრიფინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა