განათლების მინისტრის მოადგილემ უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„დღეს სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც წელს მეათედ იმართება. განათლების საერთაშორისო გამოფენა აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და, ზოგადად, სწავლით დაინტერესებულ პირებს, ერთ სივრცეში გაეცნონ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროგრამებს. მინდა აღვნიშნო, რომ წელს გამოფენას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.

მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ის საერთაშორისო პროგრამები, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს განათლების ხარისხი და იგი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვოს“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს იმართება. გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გამოფენაში გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში პირველად მონაწილეობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე.

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება: ჩატარდება დასაქმების ფორუმი “EXPO JOB”, რომელზეც 70-ზე მეტი კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 700-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გამოცდების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხებენ; ასევე, მოეწყობა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების დახმარებას სამომავლო პროფესიის არჩევაში და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა