გარდაბნის მუნიციპალიტეტში ლიანდაგებზე გადასვლისას მამაკაცს თბომავალი დაეჯახა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ „ველის" ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, მამაკაცი „ველის" ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით