გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, წელს ქუთაისში 10 სკვერი მოეწყობა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები.

სამუშაოების ღირებულება 485 113 ლარია. სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მარტის თვეში დასრულდება.

„ავანგარდის დასახლებაში გასულ წელს დავიწყეთ ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. აქამდე ამ უბანში სკვერი საერთოდ არ გვქონდა. ქალაქის ბევრ უბანში ვაკეთებთ სკვერებს, მათ შორის სულხან -საბას გამზირზე მდებარე ეს სკვერი გამოირჩევა მასშტაბურობით და სულ მალე ამ უბნის მცხოვრებთათვის დასვენების საყვარელ ადგილად იქცევა. მიმდინარე წელს ქუთაისში 10 სკვერი მოეწყობა. ასევე ავანგარდის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მშენებლობა დაიწყება მალე- აქ განთავსდება ქალაქის ახალი მუნიციპალური ავტოპარკი“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა