მედიის ცნობით, ასობით მიგრანტი ევროკავშირის საზღვრებისკენ მიემართება მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ დევნილთა ნაკადს ევროპისკენ აღარ შეაჩერებს

ასობით მიგრანტი ევროკავშირის საზღვრებისკენ მიემართება მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ დევნილთა ნაკადს ევროპისკენ აღარ შეაჩერებს. ინფორმაციას საერთაშირისო მედია ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ალ არაბიას“ ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა.

„საბერძნეთი ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს ხმელეთსა და ზღვაზე“, - აღნიშნავს გამოცემის წყარო ათენიდან.

მედიისვე ინფორმაციით, მიგრანტთა შორის, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებისკენ მიემართებიან, არიან სირიის, ირანის, ერაყის და პაკისტანის მოქალაქეები.

ცნობისთვის, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა წუხელ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმასთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელსაც 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ახლად გადმოსული ლტოლვილების ტალღას ვეღარ გავუმკლავდებოდით“,-აღნიშნა ერდოღანის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, ემერ ჩელიკმა CNN TURK-თან საუბარში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა