იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა ორგანიზაციის მუშაობის სტრატეგია, სამომავლო გეგმებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის წევრები მუნიციპალიტეტების მერები არიან, წესდების თანახმად აღნიშნული სტრატეგია განიხილა.

სამოქმედო გეგმა საერთო კრებაზე მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით მტკიცდება.

„დღეს სამეთვალყურეო საბჭოს წარვუდგინეთ DMO Imereti-ს ხედვა და კონკრეტული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინადადებები და ინიციატივები აღნიშნულ პროცესში, რადგანაც DMO Imereti-ს ტიპის ორგანიზაციის სწორი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა მყარი საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება", - განაცხადა DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

DMO Imeret 2019 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა რეგიონში ტურისტული პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო