ირანის პარლამენტის 4 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის პარლამენტის ოთხ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დეპუტატი მუჰამედ ალი ვეკილი ავრცელებს. მისი თქმით, თავდაპირველად კორონავირუსი პარლამენტის ორ დეპუტატს დაუდგინდა, ხოლო მოგვიანებით კიდევ- ორს.

ვეკილი არ ასახელებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ ანალიზი 30-მა დეპუტატმა ჩააბარა და ოთხმა მათგანმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გუშინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალთა და ოჯახის საქმეებში, მასიმე ებტეკარს დაუდგინდა.

დაინფიცირებულია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა