თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ რუისპირში ცეცხლი უფუნქციო შენობას უკიდია. ადგილზე მეხანძრე მაშველთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, თუმცა ლოკალიზება ვერ ხერხდება. ქარი ქრობის სამუშაოებს აფერხებს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის სოფლებზე გავრცელების საშიშროება არსებობს.

თავის მხრივ, რაიმე ტიპის საშიშროებას გამორიცხავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათი ინფორმაციით, ადგილზე 4 ჯგუფია მობილიზებული, ცეცხლი ლოკალიზებულია, მისი გავრცელების საფრთხე არ არის და შესაბამისად, მოსახლეობასაც საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა