ამირან გამყრელიძე კომპანიებს ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კომპანიებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება.

„ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები - მათი გამოყენებით რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა